დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება იწყება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კანდიდატების შესარჩევად გასაუბრება იწყება. წევრები სულ 46 კანდიდატს გაესაუბრებიან, რისთვისაც სამი დღეა გამოყოფილი.
დამოუკიდებელმა ინსპექტორმა დისციპლინური სამართალდარღვევის ფაქტზე მომზადებული სარჩელები უნდა შეისწავლოს და გადაწყვიტოს, გადასცეს თუ არა სარჩელი უკვე შემდგომ საბჭოს განსახილველად.
კანდიდატს სასურველ თანამდებობაზე გასამწესებლად, საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა სჭირდება. კანდიდატებს შორის არიან იურისტები 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით.