დამოუკიდებელი დეპუტატების მოთხოვნა

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრები, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს ითხოვენ. ლევან კობერიძე, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი, საკანონმდებლო ორგანოში  ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ. დეპუტატები აცხადებენ, რომ ამ სფეროში საპარლამენტო კონტროლი არ არსებობს და ამ თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. დეპუტატები ამბობენ, რომ მსგავსი რგოლის არსებობა, ყველაზე ეფექტურია კორუფციასთან გასამკლავებლად.