შეხვედრა ტრანსპორტის სექტორის წარმომადგენლებთან

პარლამენტში, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა, ეკონომიკისა და ტრანსპორტის ექსპერტებთან, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობების შესახებ შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობებზე იმსჯელეს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, უნდა შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ლოჯისტიკური, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის და ფინანსური მიზიდულობის ცენტრი.