დალია გრიბაუსკაიტე თბილისშია - რა შეხვედრები და ღონისძიებებია დაგეგმილი ვიზიტის ფარგლებში

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისშია. დალია გრიბაუსკაიტე საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად, გიორგი მარგველაშვილის მოწვევით ესტუმრა. სამთავრობო აეროპორტში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დახვდნენ.

ლიეტუვის პრეზიდენტს პრეზიდენტის სასახლეში ელოდებიან, სადაც საგანგებო მიღების შემდეგ, ის გიორგი მარგველაშვილთან  დახურულ შეხვედრას გამართავს, მოგვიანებით კი პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხებს.

ქეთი ქარდავა დეტალებით.