წალენჯიხაში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება „ქართული ოცნების“ ოფისში მიმდინარეობს. ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის არამალფუჭებადი საკვები პროდუქტი, სამედიცინო და ჰიგიენის ნივთები გროვდება. პარტიის ადგილობრივ ლიდერებთან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების აქციაში მოსახლეობა და ბიზნესსექტორია ჩართული. მსურველებს ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა პარტიის წალენჯიხის ოფისში, კვირის ბოლომდე შეუძლიათ, რის შემდეგაც, შეგროვილი პროდუქტები უკრაინაში გაიგზავნება.