პირველი იანვრიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება ხუთჯერ გაიზრდება.
თუ 2015 წლიდან ამ კატეგორიაში მყოფ თითოეულ ბავშვზე 10 ლარი იყო გათვალისწინებული, მომავალი წლიდან შემწეობა 50 ლარი იქნება. მთავრობის გადაწყვეტილება სოციალურად დაუცველ ოჯახში მცხოვრებ 16 წლამდე მოზარდებზე გავრცელდება და დაახლოებით 140 000 ბავშვს მოიცავს.
სამთავრობო დადგენილებაში შესატანი ცვლილების მომზადების პროცესში ჩართული იყო გაეროს ბავშვთა ფონდიც. თითოეულ ბავშვზე გამოყოფილი 50 ლარიდან ნაღდი ფულის სახით ადრესატზე მხოლოდ 20 ლარი გაიცემა, თანხის დარჩენილი ნაწილი კი მოზარდის კვებისთვის გათვალისწინებულ ვაუჩერზე დაირიცხება.
იუნისეფი გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედი აქვს, რომ დახმარების ზრდა ბავშვთა სიღარიბის შემცირებას ხელს შეუწყობს.