ტყვიის შემცველობა სისხლში

ბავშვების ორგანიზმში ტყვიის შემცველობის დასადგენად იუნისეფი საქართველოში კვლევას იწყებს.

ანალიზები მთელი ქვეყნის მასშტაბით 1500 მოზარდს ჩაუტარდება. შემდეგ კი იტალიაში გაიგზავნება და უკვე წლის ბოლომდე გაირკვევა შედეგი.

ქვეყანაში ტყვიით ინტოქსიკაციის პრობლემა, მწვავედ მას შემდეგ დადგა, რაც ერთ-ერთ კლინიკაში ასამდე ბავშვის გამოკვლევამ დაადასტურა, რომ მძიმე მეტალი დასაშვებ ზღვარს აჭარბებდა.

საიდან ხვდება ორგანიზმში მავნე ნივთიერება. სპეციალისტები მთავარ საფრთხედ საღებავებსა და სათამაშოებს ასახელებენ.

რისკები და პრევენციის საშუალება. რა რეალობაა ქვეყანაში ამ მიმართულებით და როგორია ხელისუფლების გეგმა – დეტალები ნახეთ რეპორტაჟში.