არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა დაახლოებით ორ საათში დაიწყება. პროკურატურა პატიმრობას ითხოვს. გამოძიება ერთ-ერთ სამართალდამცველს არაადამიანურ მოპყრობას, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე ძალადობის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.