შშმ არასრულწოვნის ცემის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

სმენადაქვეითებული არასრულწლოვანის საქმის ორივე ფიგურანტ პოლიციელს პატიმრობა შეუფარდეს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭის ცემაში ბრალდებული პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს მეორე სამართალდამცველზეც, რომელიც ფიზიკურ ძალადობას შეესწრო. ცემის ამსახველი ვიდეო-მასალის არსებობის მიუხედავად, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ორივე ფიგურანტი ჩვენებები პროკურატურისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბრალდების მხარის მიერ დაკითხულ მოწმეთა მონაყოლი პოლიციელების ჩვენებებთან მკვეთრად აცდენილია.