აღკვეთის ღონისძიება

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამასთან, ბრალდებულის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ თავად ბრალდებული თავს უდანაშაულოდ ცნობს და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. შეგახსენებთ, რომ 43 წლის კაცი 13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, არასრულწლოვანი 4 თვის ორსულია.