ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას და ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას საქმეზე პირველი არსებითი განხილვა იმართება.
მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გულორდავა და გოგია დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე გასული წლის პირველ ნოემბერს დააკავა.
პროცესზე განიხილავენ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ, ზუგდიდის მერიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას და ცრუ ჩვენების მიცემით დაკავებულ ხუტა ბაღათურიას საქმეებსაც.