შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანით ვაჭრობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი წარედგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეიმუშავა არასრულწლოვანით ვაჭრობის სქემა და არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით აიძულებდა თბილისის სხვადასხვა უბანში ეთხოვა მოწყალება, მიღებულ თანხას კი სრულად ისაკუთრებდა. ასევე, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილის მიმართ განხორციელებული მძიმე დანაშაულის შესახებ ცნობილი იყო წარსულში ნასამართლევი ერთი პირისა და პატიმრობაში მყოფი კიდევ ერთი ბრალდებულისთვის. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.