დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატების განცხადებით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავეს. ამ გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით კი, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თბილისში, სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ. დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.