დაკავება თაღლითობის ფაქტზე

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, მარტვილის მერიის წარმომადგენელი აიყვანა და კიდევ შვიდი პირი ამხილა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო. გრძელდება გამოძიება.