ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით 12 პირი დააკავეს

დაკავება ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 12 პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გაყალბებული მიღება – ჩაბარების აქტების გამოყენებით, რომლებიც ადასტურებდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თითქოსდა მათთვის საკუთრებაში გადაცემას, მოტყუებით დაარეგისტრირეს ქალაქ თბილისში, ყოფილი დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე არსებული, ჯამში 68 506 მ2 მიწის ფართი, რომლის საერთო ღირებულება 787 371 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.