დაკავება საბრძოლო მასალის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების ბინიდან, დამხმარე სათავსოდან და ავტომანქანიდან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა არის ამოღებული.