დახმარების ახალი პაკეტი უკრაინისთვის

12:38, 09.07.2022

აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინისთვის 400 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღის გადაცემის ახალ პაკეტს ხელი მოაწერა. მათ შორისაა ოთხი ერთეული საარტილერიო სისტემა და საბრძოლო მასალა. შეიარაღების უახლესი პაკეტი ასევე უფრო ზუსტ საბრძოლო მასალას მოიცავს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, აშშ-მა საერთო ჯამში ოფიციალური კიევისთვის, 7 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო.

მსგავსი