19 წლის ფეხბურთელის ცხედარი სამდღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს.
საქმის მთავარი მოწმე გიორგი შაქარაშვილის მეგობარია, რომელიც მასთან ერთად 18 ივნისს მცხეთაში წვეულებაზე იმყოფებოდა. სწორედ მის მონაყოლზე დაყრდნობით გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ აგარაკზე კონფლიქტი დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ გზაშიც გაგრძელდა. მდინარისკენ მიმავალ საფეხმავლო ხიდზე, სადაც ფეხბურთელის კვალი დაიკარგა, ნაპოვნია მისი ხელჩანთა. სპორტსმენის მეგობრის მონაყოლის მიხედვით ირკვევა, რომ მეგობრებმა კონფლიქტის ადგილიდან თავის დაღწევა გაქცევით სცადეს.
ტრაგიკული და ბუნდოვანი საქმის დეტალებს თეონა ხუბულავა ადგენს.