დაჯარიმებული სამშობიაროები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია ვერ სრულდება.

საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მსოფლიოში დადგენილ სტანდარტს ორ-სამჯერ აჭარბებს. 2018 წელს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, მონაცემი მაინც საგანგაშოა. სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას და ფიზიოლოგიური მშობიარობის წახალისებას გამკაცრებული რეგულაციებით, მათ შორის სოლიდური ფინანსური სანქციებით ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი ჯერ ვერ დგება. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდების შეცვლას ურჩევს. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკეისრო კვეთის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს.