დღეიდან, პირველი ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კლინიკებში ანაზღაურების DRG სისტემა ამოქმედდება – როგორია დაფინანსების ახალი მოდელი, რა იცვლება პაციენტებისა და კლინიკებისთვის, რომელ სამედიცინო მომსახურებებზე გავრცელდება DRG სისტემა – ამ კითხვებს მედიასთან დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა უპასუხა.
ახალი სისტემის ამოქმედებაზე კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც.