დაცვის მხარემ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე მსჯავრდებული ორი მოწმე დაკითხა
პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმეზე დღეს დაცვის მხარემ ორი მსჯავრდებული მოწმე, ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია დაკითხა. ორივე მათგანი სასჯელს თეთრაძის წამების საქმეზე იხდის.
მოწმეების განცხადებით, 2011 წლის 23 სექტემბერს, როდესაც პოლკოვნიკი ციხეში გარდაიცვალა, მასთან შეხვედრა ალექსანდრე მუხაძემ მოითხოვა.
მოწმეების მტკიცებით, გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი პატიმართან ერთად მის საკანში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ხმაური შემოესმათ, თუმცა, რა ხდებოდა საკანში, ისინი ვერ ხედავდნენ. ამ ეპიზოდზე ბრალი ბაჩო ახალაიას აქვს წარდგენილი. მას პროკურატურა თეთრაძის წამების ორგანიზებას ედავება.