სააკაშვილის საქმე და საერთაშორისო გამოხმაურებები 

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გარშემო განვითარებული მოვლენები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის ყურადღების ცენტრში ექცევა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხელ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სამართლიანად და ღირსეულად მოეპყროს ყოფილ პრეზიდენტს. განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვას დაესწროს. საჭირო მკურნალობის მიღების აუცილებლობაზე განცხადებები გააკეთეს საქართველოში ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებმაც. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ დღის ბოლოს ქართულ მხარეს უკრაინის საგარეო უწყებამ მოუწოდა.

რა გამოხმაურებები მოჰყვა საქართველოში საერთაშორისო გზავნილებს, – ნათია ქენქაძე დეტალებით.