სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ახალი მოთხოვნები

მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ, ოპოზიცის ნაწილს და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებს ახალი მოთხოვნები აქვთ. ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი სააკაშვილის რეაბილიტაციამდე მისი პატიმრობის გადავადების მომხრეა. უფრო მეტიც, ხელისუფლების ოპონენტები ახლა მსჯავრდებულის შეწყალების გზებზე საუბრობენ, მის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არა სამკურნალოდ, არამედ პოლიტიკურ პროცესში ჩასართავად ჩამოვიდა. მოთხოვნებზე საპასუხოდ მმართველ გუნდში მიხელ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულებშია მხილებული.

მედიკოსების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.