დაცულია თუ არა მუნიციპალურ ტრანსპორტში უსაფრთხოების ზომები:
საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ, დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ სპეციალისტების რეკომენდაციები მეტწილად სრულდება, ამ ეტაპზე ტრანსპორტით ბევრი მგზავრი არ სარგებლობს და უსაფრთხოების დაცვაც ბევრად მარტივია. თუმცა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მგზავრების ნაკადის გაზრდა მოსალოდნელია 8 ივნისის შემდეგ, რაც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.