წალენჯიხაში შსს-ს თანამშრომლის მიერ, ყოფით ნიადაგზე მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა და უწყება აცხადებს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება.