საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი ოთხი პაციენტი საგარეჯოში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალში“ რჩება. სამი დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციაში არის მოთავსებული. რაც შეეხება მეხუთე დაშავებულს, ის თბილისში გადმოიყვანეს.