შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში

12:07, 20.01.2023

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილზე ამ დროისთვის დაშავებულებისა და დაღუპულების ახლობლები არიან შეკრებილები. საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს გამნაღმველებმაც და ტერიტორია უსაფრთხოა. პარალელურად, საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. სამართალდამცველები ასევე დამატებითი ინფორმაციის მიღებას შეეცდებიან 49 წლის მამაკაცის შვილისგან, რომელიც სროლის დაწყების მომენტში სახლში იმყოფებოდა, თუმცა ბინის დატოვება შეძლო. მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია კიდევ ხუთი პირი.

რაც შეეხება დამნაშავეს, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მისვლის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას ჰყვებიან თვითმხილველები? – ადგილზე მუშაობს თეონა ხუბულავა.

მსგავსი