შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოში – რა ვითარებაა ადგილზე

15:05, 20.01.2023

საგარეჯოში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილი ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, მუშაობა დაასრულეს გამნაღმველებმა და ტერიტორია უსაფრთხოა. პარალელურად, საქმეზე გამოკითხვები გრძელდება. მომხდარს ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაჭრილია ხუთი პირი. რაც შეეხება დამნაშავეს, ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის მისვლის შემდეგ, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობს ადგილზე, რომელიც მეზობლებს ესაუბრა.

მსგავსი