თავდაცვის უწყებამ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა დღე აღნიშნა. სპორტული და კულტურული ღონისძიებების კვირეულის გახსნის ოფიციალური ღონისძიება მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრში გაიმართა. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლთა რეაბილიტაციისა და რეინტეგრაციის მიმართულებით. სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე სამხედრო მოსამსახურეების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღეს 2021 წლიდან აღნიშნავს.