დაბინძურებული წყალი ახალციხის მუნიციპალიტეტში

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მუგარეთის მცხოვრებლებს სასმელი წყლისთვის რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ. მოსახლეობა ამბობს, რომ ავზი დაბინძურებულია, მილები კი გამოსაცვლელი. წვიმიანი ამინდის დროს, სოფელში მღვრიე წყალი მოდის, გვალვისას კი შრება და ოჯახებს წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას მხოლოდ 2019 წლისთვის გეგმავს. მანამდე კი მუგარეთის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მომარაგება ისევ მეზობელი სოფლიდან მოუწევთ.