დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია

მოსალოდნელ სიცხესთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, რომელიც მოქალაქეებს შუადღის საათებში ხანგრძლივი დროით მზეზე ყოფნისგან თავის შეკავებას ურჩევს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აუცილებელია დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით სითხის მიღება.