მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს უფრო მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა დაანონსებული აქცია გუშინ ღამით გააუქმეს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება აგრესიული ჯგუფების მხრიდან გაჟღერებული მუქარის ფონზე მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მათ თითოეული მოქალაქის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების გარანტია მისცა, ორგანიზატორებისთვის ეს პირობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
ლგბტ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების გადაწყვეტილების შემდეგ, კონტრაქციის გამართვაზე უარი თქვა „ქართულმა მარშმაც“, თუმცა მისი წევრები აქცია-მსვლელობებზე დღეს მაინც გამოჩნდნენ.