ცვლილებები თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში

თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს განიხილავენ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე. საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა. ირაკლი ნადირაძე ბიუჯეტის გადანაწილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, გასული წლის ბიუჯეტიდან 200 მილიონ ლარზე მეტი მერიის მიერ აუთვისებელი დარჩა და ამ თანხის წინასაარჩევნოდ დამატებით რესურსად გამოყენება იგეგმება. საპასუხო კომენტარი გააკეთეს საკრებულოს უმრავლესობაში. მმართველ გუნდში ოპონენტების მოსაზრებას აბსურდს უწოდებენ. მათივე განცხადებით, წინა წლის ბიუჯეტის ნაშთის ახალ ბიუჯეტში ასახვა ლეგიტიმურია.