„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები – სოფო ჯაფარიძე და ირაკლი ნადირაძე სამგორში მოსახლეობას შეხვდნენ. თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ამომრჩეველთან შეხვედრისას 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მას ისტორიული უწოდა. ჯაფარიძის თქმით, ახლა არჩევანი ევროპასა და რუსეთს შორის დგას.