უბედური შემთხვევების შესამცირებლად შრომის უსაფრთხოების კანონიც მზადდება, თუმცა, მთავრობის მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა კიდევ ერთხელ გადაიდო. მიზეზი, დოკუმენტის გარშემო აზრთა სხვადასხვაობაა.
ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროებს პოზიციების შესაჯერებლად ერთკვირიანი ვადა აქვთ. პროექტის მიხედვით, დამსაქმებელ კომპანიებს შრომითი პირობების გასაუმჯობესებლად და დასაქმებულების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად მთელი რიგი ვალდებულებები დაეკისრებათ. დარღვევების შემთხვევაში იზრდება სანქციების რაოდენობა, მაღალი რისკის შემცველი საწარმოების გეგმიური შემოწმება კი სპეციალური ნებართვების გარეშეც იქნება შესაძლებელი. თუმცა, მესამე სექტორის ნაწილისთვის, პროექტის სამუშაო ვერსიით დადგენილი ნორმები არასაკმარისად ეფექტურია.