ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსება იზრდება. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში დღეიდან შედის და წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8 ათასი ლარით მოიმატებს. კერძოდ, საბაზისო, მიზნობრივი და ვეტერანის პაკეტით მოსარგებლეებს  12 ათასი ლარის ნაცვლად, შესაძლებლობა ექნებათ 20 ათასი ლარის ღირებულების სერვისის მიღება.

ასაკობრივი პაკეტით მოსარგებლეებისთვის კი პროგრამით განსაზღვრული თანხა 23 ათასი ლარით განისაზღვრა. პროგრამით ასევე ქიმიო, ჰორმონო, სხივური თერაპიისა და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

 

დატოვე კომენტარი