მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამა

მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად თბილისში ახალი პროექტი დაიწყო. პროგრამა ბენეფიციარების სუბსიდირებას ითვალისწინებს. მიზანი სხვადასხვა სფეროში მეწარმეობის განვითარება და ტექნიკური დანადგარებით აღჭურვაში მეწარმეების ხელშეწყობაა. განაცხადების მიღება ორ კვირას გაგრძელდება. გაწერილია რამდენიმე კრიტერიუმი – მათ შორისაა მინიმუმ ორწლიანი საქმიანობის გამოცდილება, პროდუქციის ხარისხი და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის პირობა. დაფინანსების ლიმიტი 20 000 ლარს შეადგენს.