კონფერენცია „კიბოს მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით
კავკასიის ონკოსაზოგადოება „ჰოუფისა“ და პაციენტთა ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ ეგიდით, კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე ექიმებმა დაავადების დროული აღმოჩენისა და თანამედროვე მკურნალობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ხოლო პაციენტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენციის ფარგლებში ასევე შემუშავდა პეტიცია, რომლითაც ონკოლოგიური პაციენტები და მათი მხარდამჭერები ხელისუფლებას ადრეული დიაგნოსტიკისა და ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების დაფინანსებას სთხოვენ.