ჯანდაცვის მინისტრი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე კონკრეტული ჯგუფების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. მიხეილ სარჯველაძე ამ განცხადებებს ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს და განმარტავს, რომ სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.