ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში

დიარჯი, ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით დაფინანსების მოდელში ცვლილება შევიდა – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, პაციენტს ე.წ. VIP პალატით სარგებლობისას, თანაგადახდის შესაძლებლობა მიეცემა. შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტომ მიიღო. სიახლის ამოქმედების შემდეგ, ამ სერვისით სარგებლობის გამო, მოქალაქეებს სახელმწიფო პროგრამის ერთჯერადად დატოვება აღარ მოუწევთ. პაციენტს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ სტაციონარულ დაწესებულებაში, პროგრამიდან გასვლის გარეშე, ისარგებლოს თანაგადახდით და დამატებით გადაიხადოს არჩეული პალატის ღირებულებაც. ეს იყო სწორედ ის საკითხი, რამაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, კლინიკებისა და პაციენტთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

თამარ ნადარეიშვილი დეტალებით.