ცვლილება საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში 

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებების გაკეთება უწევს. უწყების პირველი პირის მიერ 31 დეკემბერს გამოცემულმა ბრძანებამ აზრთა სხვადასხვაობა და დაბნეულობა გამოიწვია. ეთიშებიან თუ არა საზღვარგარეთ ექვს თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას – კითხვები მინისტრის ბრძანების იმ ნაწილმა გააჩინა, სადაც წერია, რომ მითითებული კატეგორიის მოქალაქეებს ამბულატორიულ დაწესებულებებში რეგისტრაცია შეუჩერდებათ. მიზეზად არასაჭირო ხარჯებისგან თავის არიდება სახელდება. სამინისტრო ამბობს, რომ მოქალაქეს საქართველოში დაბრუნებისთანავე პოლიკლინიკების სერვისებით სარგებლობა ჩვეულებრივად შეეძლება. თუმცა საჭიროა გარკვეული პროცედურის გავლა. მინისტრის ბრძანება მხოლოდ ამბოლატორიულ დაწესებულებებზე ვრცელდება და ის სტაციონარულ მომსახურებას არ ეხება.

რას გულისხმობს 31 დეკემბრის ბრძანება და რა ცვლილება შედის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, – თეონა მაჭარაშვილი არკვევდა დეტალებს.