ცვლილება მოსალოდნელია საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზეც.
მაისიდან მსხვილი კერძო კომპანიების ნაწილი პირდაპირი მომხმარებლის სტატუსს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სემეკის მიერ დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფი მათზე აღარ გავრცელდება.
დღემდე პირდაპირი მომხმარებლის სტატუსი მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზს“ და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ჰქონდათ. მომავალში კი ელექტროენერგიის მიმწოდებლების დამოუკიდებლად მოძიების შესაძლებლობა სხვა კომპანიებსაც ექნებათ, რაც მათთვის მოხმარებული დენის ტარიფის ცვლილებასაც გამოიწვევს. პირველ ეტაპზე ცვლილება კრიპტოვალუტის მსხვილ მწარმოებლებზე აისახება.