დადგენილი შეზღუდვების შემოწმება საწარმოებში

უახლოეს პერიოდში კერძო კომპანიების ნაწილს, შესაძლოა, მუშაობის გაგრძელების უფლება მისცენ. ეს იმ შემთხვევაში, თუ საწარმოები და ბიზნესსუბიექტები ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მიერ დადგენილ პირობებს დააკმაყოფილებენ და უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად დაიცავენ. იგულისხმება ონლაინვაჭრობაც.

პარალელურად, ეკონომიკის სამინისტრო ყველა იმ კერძო კომპანიის შემოწმებას იწყებს, რომლებსაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობა არ შეუწყვეტიათ. საგანგებო ზომებია მიღებული აგრარულ ბაზრებშიც. თუმცა, მათი დიდი ნაწილი რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო დაიხურა.

დატოვე კომენტარი