ცვლილება ონკოლოგიური მედიკამენტების გაცემის წესში

სიახლეა ონკოპაციენტების სახელმწიფო პროგრამაში.

პაციენტებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი მედიკამენტების აფთიაქებში შეძენა აღარ მოუწევთ. საჭირო მედიკამენტები შესაბამისი სერვისის მიღების დროს მოქალაქეს სამედიცინო დაწესებულებაში დახვდება. პრეპარატების სააფთიაქო ქსელიდან არაერთ სირთულესთან იყო დაკავშირებული. დეფიციტის ან კონკრეტულ აფთიაქში არქონის გამო, პაციენტებს დისკომფორტი ექმნებოდათ, ცალკე პრობლემას წარმოადგენდა მედიკამენტების ტრანსპორტირების წესის დარღვევა. რამდენიმე წლიანი მცდელობის შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში მედიკამენტების გაცემის ახალი წესი ამოქმედდება.