რუხის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის რვა პაციენტი მკურნალობს, კლინიკური დირექტორის განცხადებით, მათგან ხუთი კოვიდინფიცირებულია. ერთი არის ახალი შემთხვევა. ნიკოლოზ ქარცივაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამჟამად მისი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და საღამოს იქნება ზუსტი პასუხი.