კიდევ ერთი იმედის მომცემი ვაქცინა. ამერიკული და გერმანული კომპანიების, „პფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინის შემდეგ აშშ-ი, „მოდერნას“ ვაქცინის დანერგვასაც გეგმავს, რომელმაც ასევე თითქმის 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინაციის დროულად დასაწყებად შესაბამის პროცედურებს აჩქარებს ევროპის წამლის სააგენტოც. როგორც კი სააგენტო „პფაიზრის“ და „ბიოენტექის“ ვაქცინას ავტორიზაციას მიანიჭებს, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში რისკჯგუფების აცრა დაიწყება. ვაქცინაციამდე კი, ევროპაში პანდემიის მესამე ტალღის თავიდან აცილებას მკაცრი შეზღუდვებით ცდილობენ. საშობაოდ ცალკეულ ქვეყნებში რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაა მოსალოდნელი.