COVID-19 - ვითარება მსოფლიოში

გასული დღე-ღამის განმავლობაში გლობალური მასშტაბით კოვიდ-19-ის 747 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ინფიცირებული. მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კოორნავირუსის ახალი შემთხვევების ნახევარზე მეტი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონშია რეგისტრირებული. მეორე ადგილზე ამ მაჩვენებლით ევროპაა. მსოფლიოში კორონავირუსი სულ 62 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 40 მილიონი პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ 450 ათასს აჭარბებს.