სოციალური დისტანცია და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა – სპეციალისტები მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. მედიკოსების განმარტებით, საფრთხე ჯერ ისევ დიდია. ექიმები მიმართავენ მოქალაქეებს, ეპიდსიტუაციის დამძიმების თავიდან ასაცილებლად, მრავალრიცხოვან შეკრებებს მაქსიმალურად მოერიდონ.