COVID-19-ის ახალი შემთხვევა მუშევანში

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ცოტა ხნის წინ კორონავირუსის ახალი ფაქტი გამოვლინდა. შემთხვევა სოფელ მუშევანს უკავშირდება, რომელიც სოფელ გეტასთან ერთად, ჯერ ისევ ჩაკეტილი რჩება. მუნიციპალიტეტის დანარჩენი 46 დასახლება უკვე გახსნილია და გადაადგილებაც თავისუფალია.

რეგიონში რჩებიან სპეციალისტები და მოსახლეობის სამედიცინო შემოწმებას განაგრძობენ.  ინფიცირების ახალი შემთხვევის შესახებ, რუსუდან ლოლაძე ისაუბრებს ბოლნისიდან.