19 დაღუპული და კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა საქართველოში – დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში. აქედან თბილისს 989 ახალი კოვიდინფიცირებული ჰყავს. დღესვე ცნობილი გახდა, რომ კოვიდ-19 დაუდასტურდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, სალომე სამადაშვილს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
თამარ ნადარეიშვილი ისაუბრებს ქვეყნაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ.